
სამშენებლო გამოფენა - Batumi Build 2019
ჯითისი ჯგუფმა ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში Batumi Build 2019.

გამოფენა GeoNet Expo-ს ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ჩატარდა.
გამოფენის ფარგლებში ჯითისიმ პარტნიორ კომპანია დოკასთან ერთად, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს წარუდგინა მოწინავე და ინოვაციური ტექნოლოგიები იხ. ვიდეო რგოლი . დამთვალიერებლებს ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჯითისის სერვისებს.
გამოფენის მსვლელობის პერიოდში სასტუმრო "ჰილტონში" ჯითისი ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, სადაც მოწვეულმა სპეციალისტებმა შემდეგ თემებზე ისაუბრეს:
Doka-ს ქარსაცავი სისტემა Protection Screen Xclimb 60, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პროცესს, ნებისმიერ სიმაღლეზე და ნებისმიერ ამინდში. აგრეთვე, უსაფრთხოების სისტემები და ბეტონირების მონიტორინგის სისტემა Concremote, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინნ რეჟიმში მივიღოთ ზუსტი და სანდო ინფორმაცია ბეტონის შრობის და სიმყარის შესახებ.
სემინარი გაგრძელდა „ალიანს ფრივილიჯის“ სამშენებლო ობიექტის დაათვალიერებით, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ სამუშაო პროცესში ენახათ და დეტალურად გაცნობოდნენ დოკას ინოვაციურ სისტემებს.
ალიანს ჯგუფი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქარსაცავ სისტემა Protection Screen Xclimb 60 და ბეტონირების მონიტორინგის სისტემა Concremote-ს იყენებს.
Batumi Build 2019-ის გამოფენაზე, ჯითისი ჯგუფი მონაწილეებს შორის საუკეთესო სტენდის მქონე კომპანიად დასახელდა.
საერთაშორისო გამოფენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 ქვეყნის 80- მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
-
სამშენებლო გამოფენა - Batumi Build 2018 -
სამშენებლო გამოფენა - Batumi Build 2017 -
ჯითისი ჯგუფი Doka- ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში -
The Best Stand -
საღამო პარტნიორებთან ერთად -
ჯითისის სერვისები - კონსულტაცია, სწავლება და ინჟინერია -
დოკას სემინარი -
ჯითისი ჯგუფი Doka- ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა -
სამშენებლო გამოფენა Caucasus Build 2019 -
ჯითისი ჯგუფი ICCA-ს წევრი გახდა